Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 14 ნოემბერი 2019 17:03

მოქალაქემ გორში საავადმყოფოს ექიმი და დაცვის თანამშრომელი სცემა

Rate this item
(0 votes)

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 31 წლის მოქალაქემ "გორმედის" საავადმყოფოს ექიმი სცემა.

მამაკაცს საავადმყოფოს წარმომადგენელთან ჯერ შელაპარაკება მოუხდა, შემდეგ კი მას სახისა და ზურგის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სიტუაციის განეიტრალებას საავადმყოფოს დაცვის თანამშრომელი შეეცადა, რომელსაც გაღიზიანებულმი მოქალაქე ასევე ხელით შეეხო და სხეულზე მცირე სახის დაზიანებები მიაყენა.

მომხდარი თვითმხილველების გამოკითხვის შედეგად შედგენილი ოქმებით და ვიდეოკამერების ჩანაწერებით დადასტურდა.

სასამართლომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის მონანიება მიიჩნია.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა პირველივე შესაძლებლობისთანავე, სრულად ითანამშრომლა სამართალდამცავ უწყებასთან, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას.

ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს ძალადობრივი დანაშაულის ჩადენას მთვრალ მდგომარეობაში.

საბოლოოდ, აღნიშნული პიროვნება დამნაშავედ ცნეს სსკ-ის 126-ე მუხლის 1 1 -ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და პირობითი სასჯელი შეეფარდა 1 წლით და 6 თვით 2 წლის გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად კი განესაზღვრა ჯარიმის გადახდა 500 ლარის ოდენობით.

Read 4358 times