Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 14 ნოემბერი 2019 14:48

გორელი სამოქალაქო აქტივისტები პროპორციულის ჩაგდებას ეხმაურებიან

Rate this item
(0 votes)

საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონის ჩაგდებას გორელი სამოქალაქო აქტივისტები ეხმაურებიან. 

ნიკა წიქარიძე: 

"თუ უნდოდათ და მაინც ჩაუვარდათ, ესეიგი უპრინციპო, უპასუხისმგებლო და პოლიტიკურად გახრწნილი დეპუტატები ჰყავ(და)თ, რომელთაც არ ესმით ამ ქვეყნის დემოკრატიზაციის და მომავლის მნიშვნელობა. ჰო და უსიტყვო ცხვრები, პირად კომფორტად ყიდიან ქვეყანას".

თეონა ფანქველაშვილი: 

"ეს არის დაცინვა და აბუჩად აგდება საკუთარი მოქალაეების. მათ გაბედეს და არ გააფორმეს ხალხის მიერ მოპოვებული პოროპორციული საარჩევნო სისტემა."

ლექსო ვალიაური:

"ეს არის ბოლო წითელი ხაზი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ეს არის იმდენად დიდი შეურაცხყოფა თითოეული მოქალაქისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლებელია შერჩეს." 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ჩააგდო.

 

ამავე თემაზე: გორელმა მაჟორიტარებმა პროპორციულის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს

 

Read 644 times Last modified on ხუთშაბათი, 14 ნოემბერი 2019 15:16