გორელმა მაჟორიტარებმა პროპორციულის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს

ნოემბერი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელი მაჟორიტარები იოსებ მაკრახიძე და თენგიზ ხუბულური პარლამენტში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კენჭისყრას ესწრებოდნენ, თუმცა მასში მონაწილეობა არ მიიღეს.

საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ჩააგდო.

პირველ ცდაზე რეგისტრაცია 138-მა დეპუტატმა გაიარა, მობილიზების შემდეგ — 139, მესამე მცდელობაზე — 141.

კანონპროექტის მომხრე 101 დეპუტატი იყო, კანონპროექტის მისაღებად კი 113 ხმა იყო საჭირო.

Read 1649 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი