ვერხვების დევნილთა დასახლებაში სამედიცინო აქცია მოეწყო
კლინიკა "ჯერარსის" ინიციატივითა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, გორის ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
მოსახლეობას საშუალება ჰქონდა შემდეგი სახის უფასო კონსულტაციით ესარგებლა:
1. ბაშვთა კარდიოლოგი/კარდიოექოსკოპია
2. ნევროლოგის კონსულტაცია
3. ზოგადი ქირურგის კონსულტაცია
4. ექოსკოპია - ფარესიბრი ჯირკვლის, საშარდე გზების, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია
5. მოზრდილთა კარდიოქირუგის / კარდიოლოგის კონსულტაცია / კარდიოექოსკოპია
6. სისხლძარღვთა ქირურგი
7. უროლოგის კონსულტაცია
8. რევმატოლოგის კონსულტაცია
9. ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
10. ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია
11. სისხლის საერთო ანალიზი.
კლინიკა "ჯერარსის" მიერ აღნიშნული უფასო გამოკვლევები უკვე მეორედ ჩაუტარდა დევნილ მოსახლეობას კოდის და გორის დევნილთა დასახლებებში.