ცხედრის გამოსვენება წყვდიადში მოხდა - დეპუტატს გორის მერმა უპასუხა

მარტი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გუშინ საკრებულოს დეპუტატმა დაწერა, რომ ერგნეთში, წყვდიაში მოხდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. რატომ არ არის ამ სოფელში გარე განათებები დამონტაჟებული?" - ეს კითხვა გორის მუნიციპალიტეტის მერს რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტმა დაუსვა. 

თათია გოგოლაძის პასუხად, კონსტანტინე თავაზარშვილმა აღნიშნა, რომ მერია გარე განათებებისთვის ყოველწლიურად 800 000 ლარს ხარჯავს. 

"ჩვენ ყოველწლიურად ვხარჯავთ თანხას იმისთვის, რომ გარე განათებები დავამონტაჟოთ გორის მუნიციპალიტეტში. წელსაც ვაპირებთ იგივეს და ალბათ, ერგნეთშიც მოსხვდება იმ ადგილების ჩამონათვალში, სადაც გარე განათებებს დავამონტაჟებთ და იქ ასეთი ვითარება აღარ იქნება", - განაცხადა კონტსტანტინე თავზარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოსურმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" ჩართულობით, ქართულ მხარეს ერგნეთს საგუშაგოზე გადასცა. 

"რა გაგიხდათ ერგნეთში 500 მეტრის მანძილზე გარეგანათების მოწყობა. მთელი მსოფლიო უყურებს პირდაპირ ეთერში ცხედრის გადმოსვენებას. აქ კი წყვდიადია", - დაწერა ფეიბუქის საკუთარ გვერდზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლია ჩლაჩიძემ. ის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს მიმართავდა. 

კონსტანტინე თავაზარშვილი ამ წუთებში ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. 

 

Read 2343 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი