Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 13 ნოემბერი 2019 11:42

კლუბი "გოლდენ გორი" ევროპის საკლუბო ლიგაში იასპარეზებს

Rate this item
(0 votes)

ძიუდოს კლუბი ,,გოლდენ გორი" ევროპის მთავარ საკლუბო ლიგაში საასპარეზოდ ემზადება. კლუბის წევრები, ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად, 14 ნოემბერს პორტუგალიაში გაემგზავრებიან.

გუნდის შემადგენლობაში არიან ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73), ლუკა მაისურაძე (81) და ბექა ღვინიაშვილი (90), მძიმე წონაში კი გელა ზაალიშვილი იჭიდავებს.

ჩემპიონთა ლიგას, პორტუგალიის ქალაქი ოდიველა უმასპინძლებს და გორელი ძიუდოისტები მასში პირველად მიიღებენ მონაწილეობას.

"გოლდენ გორს" კვლავ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ნოდარ მეტრეველი უხელმძღვანელებს.

Read 415 times