გორის მერიამ 58 მიცვალებული დაკრძალა

ნოემბერი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, 58 მიცვალებული თავისი ხარჯებით დაკრძალა, რისთვისაც ჯამში 17 100 ლარი დაიხარჯა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის ბიუჯეტში მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის გამოყოფილი იყო 20 000 ლარი.
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება დამკრძალავი ბიუროდან წარმოდეგნილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე ხდება.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, საქათველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე სამშვოდობო მისიით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერათა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას, მერიას თითოეულ ბენეფიციარზე 300 ლარი აქვს გამოყოფილი.
Read 352 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი