თეატრალური უნივერსიტეტის "სალოტბარო მიმართულების" გუნდი ბერშუეთში კონცერტს გამართავს

ნოემბერი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში, თეატრალური უნივერსიტეტის "სალოტბარო მიმართულების" გუნდი კონცერტს გამართავს.

"ღონისძიება მიზნად ისახავს ოკუპაციის ზოლთან მცხოვრები მოქალაქეების გამხნევებას, თანადგომას, მათთვის გამოცდილების გაზიარებას, უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაცნობასა და ტრადიციული კულტურის პოპულარიზაციას.
შიდა ქართლისა და ბერშუეთის სოფლის მცხოვრებლებს თეატრალური უნივერსიტეტის “სალოტბარო მიმართულება” სთავაზობს უფასო მოსამზადებელ კურსებს ამავე უნივერსიტეტში სამუსიკო მიმართულებაზე ჩასაბარებლად", - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კონცერტი 14 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

Read 95 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი