Back to Top
სამშაბათი, 12 ნოემბერი 2019 23:50

სტალინს ეზიზღებოდა საქართველო, საერთოდ არ ჩადიოდა გორში, დედამისსაც არ ნახულობდა-სააკაშვილი

Rate this item
(0 votes)

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა წყალტუბოს ინფრასტრუქტურის მოწყობის კონტექსტში სტალინი გაიხსენა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დასავლეთ საქართველოს აღნიშნული ტერიტორია, რომლის ათვისებასაც ახლა ბიძინა ივანიშვილი აპირებს, თავის დროზე სტალინმა მოაწყო. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კი მისი განვითარება თავად დაიწყო, რაც ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილმა ჩაუშალა. ახლა კი სააკაშვილის განმარტებით, მის გამოყენებას პირადი კეთილდღეობისთვის თავად ივანიშვილი ცდილობს.

"სტალინი საერთოდ არ ჩამოდიოდა საქართველოში და თუ ეს არ იციან სტალინისტებმა, მინდა ვუთხრა, რომ ეზიზღებოდა ეს ქვეყანა. 20-იანი წლების დასაწყისის შემდეგ, არასოდეს არ ჩასულა არც თბილისში და არც მის მშობლიურ ქალაქ გორში. ერთადერთხელ გავლით იყო და მატარებლიდან არც გადმოვიდა. არასოდეს არ უნახავს დედამისი და ყოველთვის დისტანცია ეჭირა მასთან. სტალინი დადიოდა მხოლოდ აფხაზეთში, სადაც აძლიერებდა სეპარატისტებს და "პადაგრა" რომ დაემართა მოუწია წყალტუბოში ჩასვლა. სწორედ ამის შემდეგ, ომი რომ დამთავრდა ჩამოიყვანეს  მუსოლინის საუკეთესო არქიტექტორები და ააშენეს 4 ერთმანეთზე უფრო უმაგრესი სასახლე. რომლის მსგავსი მხოლოდ იტალიაშია. მისი ანალოგის გაკეთებას ვაპირებდით იქ ჩვენც. ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა როგორ განვავითარებით ამ მხარეს, მაგრამ ივანიშვილმა არ გვაცალა და ამ ადგილის მითვისება გადაწყვიტა."-აღნიშნა "ღამის მთავარში" მიხეილ სააკაშვილმა. 

 

 

 

Read 2094 times Last modified on ოთხშაბათი, 13 ნოემბერი 2019 11:37