Back to Top
სამშაბათი, 12 ნოემბერი 2019 17:18

მართლმსაჯულების როგორი სისტემა გვინდა? - მთავარი კითხვა კინო-ჩვენების შემდეგ

Rate this item
(0 votes)

გორში ფილმი "მე მქვია" სემი აჩვენეს და მართლმსაჯულებაზე იმსჯელეს. 

სემ დოუსონის განვითარება შვიდი წლის ბავშვის დონეზე დარჩა, მაგრამ იგი ყველანაირად ცდილობს საზოგადოებაში გამოჩენას. ერთ დღეს მასთან ფეხმძიმე ქალი იმშობიარებს და ბავშვს მასთან დატოვებს. სემი ბავშვს ზრდის, მაგრამ როდესაც გოგონა 7 წლის გახდება, სოციალური მუშაკები ბავშვის წაყვანას გადაწყვეტენ, რადგან იგი უკვე მამაზე ჭკვიანია, - ამ ამბავზეა აგებული ჯესი ნელსონის მიერ გადაღებული ფილმი "მე მქვია სემი", რომელიც დღეს გორში აჩვენეს.

კინო-ჩვენების მიზანი მართლმსაჯულებაზე დისკუსიის დაწყება, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების ჩვენება იყო.

"ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ მართლმსაჯულებაზე, არამედ - მოქალაქეობაზეც, რამეთუ მართლმსაჯულება შედეგია ჩვენი მოქალაქეობისა. როგორი გვინდა იყოს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება, მათლმსაჯულების სისტემა და როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს, მათ შორის განსხვავებულ მოქალაქეებს ერთმანეთში", - თქვა შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა,

გორში ფილმის ილია ჭაჭავაძის სახელობის, ევროპულმა კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის "ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის" ფარგლებში აჩვენა.

კინო-ჩვენებას და დისკუსიას პროექტის ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი უძღვებოდა. მისი თქმით, პრობლემის გამოკვეთა ფილმის ჩვენებებით ერთ-ერთი ეფექტიანი მეთოდია.

"ჩვენი სამიზნე ჯგუფი არის ახალგაზრდები. ინფორმაცია გავაცანით სხვადასხვა გზებით, მაგრამ ძირითადად სამოქალაქო განათლების პედაგოგები დაინტერესდნენ და მოვიდნენ მოსწავლეებთან ერთად".

კინო-ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილე მოქალაქეები შეთანხმდნენ, რომ საზოგადოების განწყობები, მიდგომები და მოთხოვნები ქმნის და აყალიბებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, განსაზღვრავს მათ ფორმებს და საჭიროების შემთხვევაში, ბიძგს აძლევს სასურველ ცვლილებებს.

Read 308 times