გორის ჯანდაცვის ცენტრში გრიპზე აცრები მიმდინარეობს

ნოემბერი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში სეზონური გრიპის პროფილაქტიკის მიზნით მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
"ამ ეტაპზე აღნიშნული დაავადების საპროფილაქტიკო აცრები ჩაუტარდებათ შემდეგ რისკ-ჯგუფებს: მცირე საოჯახო ბავშვთა სახლის თანამშრომლებს, დიაბეტით დაავადებულებს, სამედიცინო პერსონალს, ,,c " ჰეპატიტით დაავადებულებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებს, , დიალეზზე მყოფთ, ფილტვის დაავადებების მქონე პირებს და ვეტ. სამსახურის თანამშრომლებს", - აცხადებენ ჯანდაცვის ცენტრში.
როგორც ცნობილია, აცრები ჩატარდება ყოველდღე სამშაბათის, შაბათისა და კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
აცრები ტარდება შემდეგ მისამართზე: სტალინის ქუჩა N2.
Read 372 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი