Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 09 ნოემბერი 2019 13:05

გორში ცხოველმა 1 269 ადამიანი დაკბინა - ამბულატორიების მონაცემები

Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის ამბულატორიებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გორში ცხოველმა 1 269 ადამიანი დაკბინა.
"ანტირაბიული კაბინეტიდან ცხოველთა მიერ დაკბენა-დადორბვლის 1 269 შემთხვევაზე შემოვიდა შეტყობინება, ყველა შემთვევაზე დამყარდა მეთვალყრეობა დაკბენილ ადამიანებზე", - ამის შესახებ ინფორმაცია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც ორგანიზაციამ საკრებულოს წარუდგინა.
დოკუმენტის მიხედვით, მართვადი დაავადებებიდან დაფიქსირდა წითელას 99, ყივანახველას - 8 და ყბაყურას 2 შემთხვევა.
"ტუბერკულოზზე შემოვიდა 32 შეტყობინება. ყველა შემთხვევაში, ჩატარდა ეპიდკვლევა. საანგარიშო პერიოდში, იმუნიზაციის მიზნით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებზე გაიცა 38 009 ვაქცინა", - ვკითხულობთ ანგარიშში.
როგორც ცნობილია, ცენტრის ანგარიში ეხება 2019 წლის 1 იანვრიდან - 1 ოქტომბრამდე პერიოდს. ჯამში, ამ პერიოდში ცენტრმა გახარჯა 97 749 ლარი, აქედან ხელფასებზე 90 125 ლარია.
Read 785 times