Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 07 ნოემბერი 2019 14:38

რა შემთხვევაში შეიზღუდება ქალაქში მშენებლობა - გორში გენგეგმას განიხილავენ

Rate this item
(0 votes)

"გორი არის აღმოსაჩენი ქალაქი, აქვს უამრავი შესაძლებლობა, ძალიან ფართო სპექტრი არის ბიზნესისთვის“, - ამის შესახებ გორის გენგეგმის ერთ-ერთმა ავტორმა ელენე დარჯანიამ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა გამოავლინა, გორში სოფლის მეურნეობა და მასთან დაკაშირებული ნებისმიერი მიმართულება არის ძალიან მზარდი და კონკურენტურანი.

"გამოვლინდა უძრავი ქონების სექტორი და ყველანაირად ვეცადეთ, რომ ჩვენს გეგმაში უფრო მეტად გაგვემახვილებინა ყურადღება ამ კუთხით შესაძლებლობებზე. ჩვენ ვეცადეთ, რომ შეზღუდვები დაგვეწესებინა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აბსოლუტური აუცილებლობა იყო", -  განაცხადა ელენე დარჯანიამ.

ინფორმაციისთვის, გორის მერია ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტს საზოგადოებას დღეს წარუდგენს. 

სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა, გორის სასწავლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის 217 - ე აუდიტორიაში 17:00 საათზე დაიწყება. 

დასწრება თავისუფალია.

Read 366 times