ბინა, რომელსაც გორელ მოქალაქეს ბანკი უყიდის ნახევარ ფასად იყიდება

ნოემბერი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კერძო იპოთეკარის მოთხოვნით, გორში, თამარ მეფის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინის გასაყიდად აუქციონი მეორედ გამოცხადდა.

 

თავდაპირველად, 52 000 ლარად შეფასებული ბინა აუქციონზე 39 000 ლარად იყიდებოდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აუქციონით არავინ დაინტერესდა, ბინის ღირებულება 13 000 ლარით შეამცირეს და აუქციონი ხელახლა გამოაცხადეს.

"სარეალიზაციოდ წარმოდგენილია ბინა, რომელიც განთავსებულია ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე. ბინაში შესვლა, დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბინის ფართი შეადგენს: 72.30 კვ.მ-ს", - ირკვევა აუქციონის პირობებიდან.

ბინის მიმდინარე საწყისი ფასი 26 000 ლარია.

აუქციონი 14 ნოემბერს დასრულდება.

Read 1705 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი