Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 07 ნოემბერი 2019 12:27

გორის მუნიციპალიტეტის 18 სკოლას მანდატური არ ჰყავს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 67 საჯარო სკოლიდან 18- ს მანდატურის სამსახური არ ჰყავს.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით,იმ სკოლებში სადაც მანდატური სამსახური არ არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დირექტორის მოადგილეებს დაეკისრათ, რომელიც მანდატურის სამსახურმა გადაამზადა.

"დღეის მონაცემებით გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 18 სკოლაში არ არის მანდატურის სამსახური. ეს მცირეკონტიგენტიანი სკოლებია. ახლა დაიწყო შესვლა მანდატურის სამსახურმა, სკოლებში სადაც 200 ბავშვზე მეტია. დარჩენილ სკოლებში ეტაპობრივად მოხდება მანდატურის შესვა. იქ, სადაც მანდატური არ ჰყავთ, არიან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები, რომელიც მანდატურის სამსახურმა გადაამზადა. ეს ვალდებულება დირექტორის მოადგილეებს ეკისრებათ და ბუნებრივია, მათ სახელფასო დანამატიც აქვთ", - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლას მანდატურის სამსახური წელს შევიდა.

Read 429 times