ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს

ნოემბერი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ღია შეხვედრები მოსახლეობასთან" - ხელისუფლების ინიციატივაა, რომლის ფარგლებში მოსახლეობის საჭიროებების გამოსავლენად, პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და სოფლის რწმუნებულები ადგილობრივებთან შეხვედრებს მართავენ.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტის წევრთან, თემურ ხუბულურთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - დიდი და პატარა გორიჯვრის, უფლისციხის, ქვახვრელისა და ხიდისთავის მცხოვრებლებს შეხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში და კერძოდ, აღნიშნულ სოფლებში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტებს შეეხო.

ადგილობრივებმა შეხვედრაზე მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები საჭირო და აუცილებელია, რათა სამომავლო პროექტები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით დაიგეგმოს.

როგორც ცნობილია, შეხვედრების ციკლი მთელი ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

Read 88 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი