Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 06 ნოემბერი 2019 16:44

საია: თუ მაკრახიძეს მანდატის დატოვება სურს, შეუძლია განცხადებით მიმართოს პარლამენტს

Rate this item
(0 votes)

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა საპარლამენტო მანდატის შესაძლო დატოვებაზე განცხადება ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებაში გააკეთა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი რადიო "მოზაიკასთან" განმარტავს პროცედურას, რომელიც პარლამენტის მანდატის დატოვებას უკავშირდება.

"იმ შემთხვევაში თუ მაკრახიძეს სურვილია საპარლამენტო მანდატის დატოვება, მან აუცილებლად განცხადებით უნდა მიმართოს პარლამენტს. შემდეგ კი, ეს განცხადება დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელმაც უახლოეს პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილოს ეს მოთხოვნა. არ შეიძლება დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების კენჭისყრა,მანამ სანამ არ იქნება გადაწყვეტილი საკითხი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ" , - აცხადებს ბებიაშვილი.

Read 613 times