Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 06 ნოემბერი 2019 14:34

გორის მერსა და მაჟორიტარ დეპუტატს სუს - ში უჩივლეს

Rate this item
(0 votes)

არასამთავრობო ორგანიზაცია "საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრის" თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრის, იოსებ მაკრახიძისა და გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ ანტიკორუფციულ სააგენტოში საჩივარი შეიტანა.

მისი განცხადებით, ქალაქ გორში ტენდერების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ყველა ტენდერი უკონკურენტო გარემოში ჩატარდა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო წარმოდგენილი სხვა კომპანია, რომელიც ამავდროულად იოსებ მაკრახიძის ბიზნეს პარტნიორს და ოჯახის წევრს, ოფელია მაკრახიძეს ეკუთვნის.

"მის კომპანიას "იბოლიას" საერთოდ 92 მილიონის ოდენობის ტენდერები აქვს ქართლის მასშტაბით მოგებული, მაგრამ ამ კონკრეტულ ვითარებაში ის არის გორის მაჟორიტარი და ფაქტობრივად აქ ინტერესთა კონფლიქტიც იკვეთება, როდესაც გორის მაჟორიტარი გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებს", - ამბობს ირინა სტურუა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 

 

Read 1284 times