Back to Top
სამშაბათი, 20 მარტი 2018 21:26

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადასცეს

Rate this item
(0 votes)

დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადასცა. 

ცხედრის გადმოცემა  „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ჩართულობით მოხდა. ცხედარი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. ცხედარს ჯერ თბილისში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ, რის შემდეგაც წილკანში, საკუთარ სახლში მიასვენებენ.

ცხედრის გადმოცემის პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ  22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაციას, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.

Read 1448 times Last modified on შაბათი, 24 მარტი 2018 15:05