გორის მერიამ კიდევ 2 ახალი ვაკანსია გამოაცხადა

ნოემბერი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ახალი ვაკანსია გამოაცხადა. ღია კონკურსის წესით, უწყება უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს და მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლის ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს შეარჩევს.

პირველ შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო 900 ლარია, მოთხოვნებს შორის კი, უმაღლესი განათლება და 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებაა.

მეორე შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო 700 ლარია, მოთხოვნებს შორის კი, უმაღლესი განათლება.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით.

Read 319 times Last modified on Last modified on ნოემბერი 05 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი