ეს დროშა მშვიდობაში - თამარის და მარიამის პროტესტი ტატუნაშვილის საქმეზე

მარტი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ახალგაზრდა გოგონებმა ტატუნაშვილის საქმის მიმართ საკუთარი პროტესტი პერფომანსით "ეს დროშა მშვიდობაში" გამოხატეს. როგორ გაჩნდა იდეა და რა იყო მისი მთავარი გზავნილი, ამაზე ფოტოების ავტორი თამარ შოშიტაშვილი გვიყვება. 

მარიამი დაახლოებით 3 თვის წინ გავიცანი. მისი ერთ-ერთი პერფორმანსის „გრძნობების დამლაგებელი“ ფოტოები ვნახე, რომელიც გორელ ფოტოგრაფთა კლუბის რამდენიმე წევრთან ერთად განახორციელა გორის ხელოვნების სახლში.

მარიამ შაქარაშვილი წარმატებული მხატვარი და არტისტია, რომელიც ხშირად აკეთებს პერფორმანსებს და ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რაც აწუხებს. მისი გამოხატვის ამ ფორმით აღფრთოვანდი და მალე პირადადაც გავიცანი. ამ პერფორმანსამდე პირადად შევთავაზე საერთო პროექტის გაკეთება, რომელიც ჯერ მზადების პროცესშია და დეტალებს არ ვახმოვანებთ.

ცოტა ხნის მერე სწორედ არჩილ ტატუნაშვილის საქმე დაემთხვა და მომწერა, რომ პროტესტი ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით და უნდოდა, რაიმე ფორმით გამოეხატა და ეს პროცესი მე გადამეღო. მისი ერთ-ერთი ნახატიც მაჩვენა, რომლის კონცეფციაც საინტერესოდ დაემთხვა პერფორმანსის იდეას და უნდოდა რომ გაეცოცხლებინა.

მარიამის და თამარი პროტესტი ტატუნაშვილის საქმეზე

რა თქმა უნდა, დავთანხმდი - იქიდან გამომდინარე, რომ არც მე ვიყავი ამ საკითხის მიმართ გულგრილი და ზოგადად, ოკუპაცია ახლობელი და მტკივნეული თემაა ჩემთვის წლებია უკვე. ამასთან, დიდი სურვილი მქონდა მსგავსი პროცესი გადამეღო. ლოკაციად გორის ქარის ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია ავირჩიეთ. უფრო სწორად, მარიამმა შეარჩია, როგორც თანამედროვე სამყაროს სახე, სადაც სივრცე იმდენად დიდია, რომ ჩვენი, ადამიანების ემოციები იკარგება. 


მარიამის და თამარი პროტესტი ტატუნაშვილის საქმეზე 2მარიამის და თამარი პროტესტი ტატუნაშვილის საქმეზე 3

 

 

პერფორმანსის სახელწოდებაა "ეს დროშა მშვიდობაში", რომელიც ეძღვნება არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას. ეს იყო როგორც აღნიშნული ტრაგედიის მიმართ პროტესტი. ასევე, გადმოვეცით ის, თუ რა შეიძლება განიცადოს დედამ, რომელსაც უკლავენ შვილს და საშუალებაც კი არ აქვს მისი ცხედარი მაინც დაიტიროს. 


 

მარიამის და თამარი პროტესტი ტატუნაშვილის საქმეზე 4მარიამის და თამარი პროტესტი ტატუნაშვილის საქმეზე 5

 

ეს იყო პროტესტი ადამიანის გრძნობების არაფრად ჩაგდებისა, ქალების ტკივილისა და იმ ყველა სევდიანი პროცესისა რაც წლების განმავლობაში თან სდევს მცოცავ ოკუპაციასა და მის შედეგებს.

მარიამის და თამარი პროტესტი ტატუნაშვილის საქმეზე 6

 


ბოლოს შემოგთავაზებთ მარიამის სიტყვებს კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც პრინციპში პერფორმანსს დაედო საფუძლად:

"თანამედროვე სამყაროში ტკივილი შეუმჩნეველი გახდა, ემოციები - გამოუთქმელი. შეიცვალა იარაღები და დღეს აქტუალური იგნორი, ცინიზმია... უკვალოდ ქრებიან ჩვენი ფიქრები და ქარში იფანტებიან სისხლიანი მოგონებები წარსულზე და გვაშინებს მომავალი. გვტანჯავს გამოუთქმელი ფიქრები და ვიცით, რომ ვერ მივაწვდენთ ხმას ჩვენი ტკივილის ადრესატს. ახლოა წითელი ზღვარი, რომელიც დაგვიწესეს თვითმარქვიებმა და მაინც, არ ძალგვიძს მისი გარღვევა. ომი გვაცარიელებს, ომი გვაიძულებს, განვაგრძოთ ცხოვრება დაუძლურებულებმა. და ჩვენც გავშეშდით დაუცველნი თანამედროვე სამყაროს წინაშე, სადაც ჩვენს სიტყვას ფასი არა აქვს, სადაც არ გვისმენენ.. 
და არ გვტოვებენ სისხლიანი მოგონებები თქვენზე, მათზე, ჩვენზე..
თეთრი ფერი ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული სიწმინდისა და სისპეტაკის სიმბოლო-ჰიპოსტასად აღიქმებოდა. მორალური პრინციპების თანახმად, უძველესი დროიდან ომშიც კი უბრუნებდნენ მიცვალებულებს ერთმანეთს. თეთრი ფერი - როგორც მოწოდება მორალისაკენ."


 

მარიამის და თამარი პროტესტი ტატუნაშვილის საქმეზე 8

 მარიამის და თამარი პროტესტი ტატუნაშვილის საქმეზე 9

 

Read 2041 times Last modified on Last modified on მარტი 20 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი