"მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ის საკმარისად იტანჯა" - მეუფე ანდრია დეკანოზ მამალაძეზე
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ისაუბრა და კატეგორიულად უარყო ის განცხადებები, თითქოს საპატრიარქომ, მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის გავრცელების შიშით, იძულებული გახდა დეკანოზის შეწყალებაზე ეშუამდგომლა.
"ეკლესია არანაირად იძულებული არ იყო, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო პატრიარქის სიყვარულისა და მოწყალების ქმედება. მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ის საკმარისად იტანჯა. მხოლოდ ეს იყო მიზეზი, მისი მდგომარეობა და მისი ოჯახის თხოვნა. დასახელდა, რომ მისი დავრდომილი მდგომარეობა შეიძლებოდა ფსიქოლოგიური მიზეზით ყოფილიყო," - განაცხადა ანდრია გვაზავამ.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა
- 2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა
- გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ
- ჰოსპიტალი: პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შსს გაავრცელებს
- გორში ავარიის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა