Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 01 ნოემბერი 2019 13:21

გორის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის შემოსავალი 2018 წელს 15 984 ლარი იყო

Rate this item
(0 votes)

გორის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის შემოსავალი 2018 წელს დაახლობით 15 000 ლარი იყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის წლიურმა შემოსავალმა გასულ წელს 15 984 ლარი შეადგინა. შემოსავლების შესახებ ინფრომაცია რამაზ შიოშვილმა 2019 წლის დეკლარაციაში ასახა.

დეკლარაციის მიხედვით, ხელფასის გარდა, მას სხვა შემოსავალი არ უფიქსირდება. მისი თვიური ხელფასი კი 1190 ლარი იყო.

რაც შეეხება ქონებრივ მონაცემებს, შიოშვილს ამ გრაფაში, მხოლოდ ავტომობილი აქვს მითითებული, რომელიც 2006 წელს 2 500 დოლარად შეიძინა.

რამაზ შიოშვილს ქონებრივ დეკლარაციაში არც უძრავი ქონება უფისქსირდება. გასავლის გრაფაში კი 21 000 ლარი აქვს მითითებული, რომელიც ერთ-ერთ ბანკში სახელფასო სესხის სახით გადაიხადა.

Read 2072 times Last modified on პარასკევი, 01 ნოემბერი 2019 13:58