ნუგზარ კახნიაშვილი: ლიახვის ხეობაში სულ სხვა შემოდგომა გვქონდა

ოქტომბერი 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"შემოდგომის სეზონი ლიახვის ხეობაში განსაკუთრებულად ლამაზი იყო", - ასე იხსენებს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოკუპირებულ მხარეს, სადაც მისი თქმით, ყველა სეზონისგან შემოდგომა ბუნების სიჭრელით და ჰაერით იყო გამორჩეული.

ნუგზარ კახნიაშვილი 2008 წლის ომამდე მშობლიურ მხარეში ბოლო შემოდგომის სეზონს იხსენებს, როცა მოსახლეობა მოსავლის აღებას ელოდებოდა. 

"ყველა სეზონი თავისი მშვენიერებით გამოირჩეოდა, მაგრამ შემოდგომა იყო განსაკუთრებულად ლამაზი. ძალიან მძიმე სასაუბროა ახლა ამ თემაზე საუბარი ჩვენთვის, დევნილი მოსახლეობისთვის, რადგან სულ რამდენიმე კმ-ში იცი ერთ დროს რა ბუნება და სილამაზე იყო ყველა სეზონზე და რომ ვერ ხედავ, ეს რომ არ შეგიძლია, ძალიან დიდი ტკივილია, თითოეული ჩვენგანისთვის. შემოდგომა ყველაფერთან ერთად განსაკუთრებით ხვავიანი და ბარაქიანი იყო. ყველა მირბოდა - მორბოდა, სიცოცხლე ჩქეფდა. ძირითადად მეხილეობა იყო განვითარებული და ხალხიც იმარაგებდა ზამთრისთვის სანოვაგეს. 2008 წლის ომამდე უკვე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო და თითქოს ბუნებაც გრძნობდა, ხალხიც მოსავლის აღების მოლოდინში ხვდებოდა შემოდგომის სეზონის დადგომას, მაგრამ არ დაგვცალდა. მიუხედავად იმისა, რომ 10 წელზე მეტი გავიდა, ვინც კი შემხვდება ახლაც კი იმას იხსენებენ, როგორ უხვმოსავლიანი და სიცოცხლით სავსე შემოდგომა გვქონდა ხეობაში. მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა, თუმცა იმედი არ ქრება. გვჯერა რომ ჩვენ მხარეში ისევ შევეგებებით შემოდგომის დადგომას", - ამბობს ნუგზარ კახნიაშვილი.

 

Read 787 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი