Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019 16:43

ციხელაშვილი: ყოველდღიური პროვოკაციების პირობებში ვიცავთ მშვიდობას

Rate this item
(0 votes)

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის მტკიცებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად განხორციელებული პროვოკაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად ყველაფერს აკეთებს.

"საქართველოს ხელისუფლება აკეთებს თითქმის შეუძლებელს და ახერხებს იმას, რომ ყოველდღიური პროვოკაციების პირობებში დაიცვას მშვიდობა, თუნდაც პირობითი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვეხმარებით კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. დიახ, ატოცელებს, გუგუთიანთკარელებს და 116 სოფლის 50 000-მდე მოსახლეს. 2013 წლიდან უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ვეხმარებით მათ სხვადასხვა ღონისძიებებით. მაგალითად: გაზიფიკაციით, ელექტროფიკაციით, სწავლის სრულად დაფინანსებით, ახლა უკვე იქ წარმოების წახალისებით”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Read 430 times