როგორც სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, ახალ ლაბორატორიაში ასევე ცხოველების კასტრაცია და სტერილიზაციაც მოხდება.
"ხვალ ახალი ლაბორატორია ჩაირთვება, კონტეინერი მერიამ შეგვიძინა, ლაბოტრატორიაში მოხდება ცხოველების კასტრაცია სტერილიზაცია, მოხდება ისეთი ძაღლების დაძინება, რომლებიც უკვე ვეღარ იცოცხლებს, მომაკვდავია. ძაღლები, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან, გაუკეთდებათ სპეციალური ვაქცინა, რის შემდეგაც აგრესიული ძაღლები უსაფრთხოები გახდებიან მოქალაქეებისთვის", - თქვა სააგენტოს წარმომადგენელმა.