გორში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული შენობა აშენდა 

ოქტომბერი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 7 ბრიგადიანი შენობა ჭონქაძის ქუჩაზე აშენდა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობის ფართობი 298 161 კვადრატული მეტრია. პროექტის მიხედვით, განხორციელდა შიდა წყალსადენისა და კანალიზაციის, ელექტრო მომარაგების, ვიდეო მეთვალყურეობის, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის, ვენტილაციის, გათბობა - გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციის და საქვაბის მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოები. მოწესრიგდა ასევე, შენობის მიმდებარე ტერიტორია და მოეწყო საპარკინგე ადგილი.
პროექტის ღირებულება 430 945 ლარია.
ამ ეტაპზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახური სუხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული, რაც თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მიუღებელია. აღნიშნულ ფართი ორგანიზაციას 2014 წლიდან აქვს ნაქირავები.

ორგანიზაცია ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომლის რაოდენობაც 125 ათას ადამიანს სცილდება.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.

 

 

Read 236 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი