მოქალაქე გორის მერიას მოუწოდებს კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებზე იზრუნოს 

ოქტომბერი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ადგილობრივ ხელისუფლებას გორში მცხოვრები ერთ - ერთი მოქალე მიმართავს, იგი მერიას და შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, თავისი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე შესაბამისად იზრუნონ და მათ შეუქმნან მუშაობისთვის შესაფერისი პირობები.

"ხვალ ოთხშაბათია, გორში, ლერმონტოვის ქუჩაზე ისევ ჩამოივლის ნაგვის მანქანა და ალბათ ისევ ნიღბების გარეშე და დახეული ხელთათმანებით გამოუშვებს "უფროსობა" თანამშრომლებს სამუშაოდ. მე კი ყოველთვის შევახსენებ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და მერს, რომ ამ ადამიანების ჯანმრთელობა თქვენს მხრებზეა", - წერს სოციალურ ქსელში თამარ გაგლოევა.

მოქალაქემ აღნიშნულ პოსტში გორის მუნიციპალიტეტის მერია და კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი მოიხსენია.

 

Read 161 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 22 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი