ანტისანიტარია გორის საზოგადოებრივ საპირფარეშოში (ფოტოები)

ოქტომბერი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, სტალინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოში არსებული ანტისანიტარიის ამსახველი ფოტოები რადიო "მოზაიკა"-ს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.

"ამას ანტისანიტარია აღარ ჰქვია. ეს არის ენით აღუწერელი სიბინძურე. მიხედოს ვინმემ, პატრონი არ ჰყავს?", - ამბობს მოქალაქე.

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ბაჩანა გვიანიშვილის განმარტებით, აღნიშნული საპირფარეშოს მოვლა-პატრონობა შპს "ჩირინა"-ზეა გადაცემული, რომლის საკუთრებაშია მიწისქვეშა გადასასვლელთან არსებული ჯიხური "ბიუ-ბიუ".

"ბიუ-ბიუ"-ს აქვს მოვლა-პატრონობის ვალდებულება აღებული, თუმცა რამდენჯერაც მოქალაქეებს მოუმართავთ, ჩვენი თანამშრომლებიც მისულან და მოუწესრიგებიათ, წელიწადში დაახლოებით 10-ჯერ მაინც გამიგზავნია ჩვენი სააგენტოს თანამშრომლები", - აცხადებს ბაჩანა გვიანიშვილი.

როგორც ცნობილია, "ბიუ-ბიუ"-ს ჯიხური უკვე 1 თვეა დაკეტილია.

 

 

Read 275 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი