Print this page

გორში ერთ ღამეში ნაგვის 3 ურნა დააზიანეს

ოქტომბერი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, ერთ ღამეში ნაგვის 3 ურნა დააზიანეს. რადიო "მოზაიკა"-ს შესაბამისი ფოტომასალა თვითმხილველებმა მიაწოდეს.

"მოგლეჯილია რკინის ნაგვის ურნები და ნაგავი აქეთ-იქით არის მობნეული, ამასაც ძაღლებს ხომ ვერ დააბრალებენ" , - ამბობს თვითმხილველი.

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, თუ ვანდალური ფაქტი მყისიერად არ დაფიქსირდა, მოგვიანებით, მასზე რეაგირება რთულდება.

"ყველაფერი ისევ და ისევ საზოგადოების თვითშეგნებაზეა დამოკიდებული, თუ უშუალოდ ფაქტს არ შეესწრო ვინმე, რთულია შემდეგ, რაიმე სანქციაზე   საუბარი" , - განმარტავს ბაჩანა გვიანიშვილი.

როგორც ცნობილია, დაზიანებული ნაგვის ურნები ჭავჭავაძის, სტალინის და მშვიდობის ქუჩებზე შენიშნეს.

Read 192 times