ატენის წყალმომარაგების სისტემის სათავის მოწყობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს

ოქტომბერი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის მოწყობა - რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

"პროექტისთვის 335 689 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "მშენებელი 80“ სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს", - აცხადებენ მერიაში

როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რომელიც სოფელ ბობნევში მდებარეობს, ექსპლუატაციაში 1965 წელს შევიდა.

ინფორმაციისთვის, 2017-2018 წლებში განხორციელდა სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რომელშიც წყლის მიწოდება ხდებოდა ბობნევში არსებული წყალშემკრებიდან.

სამუშაოების დასრულებიდან ოთხი თვის შემდეგ, სათავის შემკრებ ჭაში მოულოდნელად წყლის დებეტმა იკლო. შესაბამისი კვლევებით დადასტურდა, რომ წყლის დაკარგვა სათავე ნაგებობის ერთ-ერთი ამორტიზირებული კედლიდან წყლის გაჟონვამ, ასევ კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია.

 

Read 119 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი