შიდა ქართლის მასშტაბით ტურისტული ბანერები განთავსდა

ოქტომბერი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით რეგიონის მასშტაბით ტურისტულად აქტიურ და ხალხმრავალ ლოკაციებზე საინფორმაციო ბანერები განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით განხორციელდა.

ბანერები განთავსებულია ლომჭაბუკის სკვერის, გორის ციხის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მდებარე გუდვილისა და სმარტის ტერიტორიაზე.

ბანერების განთავსება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელი ტურისტების ინფორმირებას და შიდა ქართლის რეგიონში არსებული ძეგლების და ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას.

 

Read 149 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 22 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი