Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2019 11:48

გორელი კალათბურთელი ევროპული ლიგის გუნდშია

Rate this item
(0 votes)

გორელი კალათბურთელი თენგო გოგიშვილი ევროპის 15 წლამდე კალათბურთელთა ლიგის პირველი წრის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

"15 წლამდელთა ევროპის ლიგის პირველი წრე ლატვიაში გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა 5 ჩატარებული შეხვედრიდან ოთხში გამარჯვების მოპოვება შეძლო. ყველა მატჩში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად თენგო გოგიშვილი მოგვევლინა", - აცხადებენ სააგენტოში.

როგორც ცნობილია, ბოლო ტურის მატჩში, რომელშიც ქართველმა კალათბურთელებმა პოლონელი თანატოლები დაამარცხეს, თენგომ 15 ქულა დააგროვა. მატჩის დასრულების შემდეგ იგი მთლიანად პირველი წრის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

პირველი წრის შედეგების მიხედვით კი, საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.ლიგის მეორე წრე 17-19 იანვარს გაიმართება.

Read 515 times Last modified on სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2019 11:53