გორში შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის პოლიცია გამოიძახეს
გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ქალმა პატრული მას შემდეგ გამოიძახა, რაც მისმა ყოფილმა მეუღლემ ბავშვთან მიახლოება სცადა.
"ბავშვი მამისკენ გაიქცა, რომელზეც ორდერი იყო გამოწერილი, გაეტირა და გაიწია მამისკენ, მამამ ბავშვი აიყვანა ხელში და დედამ პატრული გამოიძახა" , - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ. როგორც აღმოჩნდა, შემაკავებელი ორდერი მამაკაცს, მხოლოდ დედასთან მიახლოებას უკრძალავს.
პოლიციამ მამაკაცი განყოფილებაში გადაიყვანა.
Latest from რადიო მოზაიკა
- ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე შშს - მ კიდევ 11 პირი დააკავა
- სამთავრობო კომისია გორში ქუჩისთვის მოკლული გოგონას სახელის მინიჭებაზე თანახმაა
- გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო მოხელეების გადასამზადებლად ტენდერი გამოაცხადა
- 3 000 ლარი ფოიერვერკისთვის და 7-ლარიანი საჩუქრები ბავშებისთვის - საახალწლო სამზადისი გორში
- გუგუტიანთკარელი სტუდენტის ვიდეომ გორზე კონკურსში გაიმარჯვა