Back to Top
ორშაბათი, 21 ოქტომბერი 2019 19:41

გორში შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის პოლიცია გამოიძახეს

Rate this item
(0 votes)

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ქალმა პატრული მას შემდეგ გამოიძახა, რაც მისმა ყოფილმა მეუღლემ ბავშვთან მიახლოება სცადა.

"ბავშვი მამისკენ გაიქცა, რომელზეც ორდერი იყო გამოწერილი, გაეტირა და გაიწია მამისკენ, მამამ ბავშვი აიყვანა ხელში და დედამ პატრული გამოიძახა" , - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ. როგორც აღმოჩნდა, შემაკავებელი ორდერი მამაკაცს, მხოლოდ დედასთან მიახლოებას უკრძალავს.

პოლიციამ მამაკაცი განყოფილებაში გადაიყვანა. 

Read 1112 times Last modified on ორშაბათი, 21 ოქტომბერი 2019 20:02