Print this page

ნომინაციაში "საუკეთესო ხაჭაპური" რესტორანმა "შინ და გორი" გაიმარჯვა

ოქტომბერი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამეგრელოში, გამართულ ხაჭაპურის ფესტივალში, სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლის ორი რესტორანიც მონაწილეობდა.

 საქართველოში პირველ ხაჭაპურის ფესტივალს სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრმა უმასპინძლა. ორგანიზატორთა განმარტებით, ხაჭაპურის ფესტივალი წარმოადგენს ახალ ტურისტულ პროდუქტს, რომელიც საქართველოს გასტრონომიული კულტურისა და ხაჭაპურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

"ხაჭაპურისა და გასტრონომიის ფესტივალი ეს არის სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის გამოძახილი გასტრონომიული ტურიზმის იმ უნიკალური შესაძლებლობებისა, რაც საქართველოს გააჩნია. ქართული გასტრონომიის ეს დღესასწაული სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოში USAID-ის "ზრდა" პროექტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავრობის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრისა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.
ამ შთამბეჭდავი ღონისძიების ხაჭაპურის კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 25-მა მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა მიიღო მონაწილეობა."-აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები. 

რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის მომზადების კონკურსში ნომინაციებშიც გამოვლინდა. 
ნომინაციაში საუკეთესო ხაჭაპური - რესტორანმა "შინ და გორი" გაიმარჯვა. 

 

 

 

Read 478 times