Print this page

რუსეთიდან წელს გორში 9 386 ტურისტი ჩამოვიდა

ოქტომბერი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში წელს, დაახლოებით, 9 386 ტურისტი რუსეთიდან შემოვისდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2494-ით მეტს შეადგენს, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მერიის ტურიზმის განყოფილებამ მიაწოდა.

მისი ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის განმარტებით, წელს მხოლოდ საინფორმაციო ცენტრში 4 670 ტურიზმი დაფიქსირდა; მთლიანობაში კი გორის მუნიციპალიტეტში 2019 წელს 420 103 ტურისტია შემოსული.

"თუ 2018 წელს გორში სულ დაახლოებით 456 556 ტურისტი შემოვიდა, წლევანდელი 9 თვის მონაცემებით, ეს რიცხვი უკვე 420 103-ს აღწევს. ეს არის ჩვენი საინფორმაციო ცენტრის სტატისტიკა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც ამ კუთხით მთლიან მონაცემს ადგენს ისეთი ობიექტებიდან, როგორებიცაა მუზეუმები, მარნები და ა.შ. ტოპ-ათეულში, გასული წლის მსგავსად, აქტიურობით გამოირჩევიან ტურისტები რუსეთიდან, საიდანაც 2018 წელს 6 892 ტურისტი შემოვიდა, წელს 3 ოქტომბრამდე კი - 9386. ამ მხრივ ლიდერ ქვეყნებს მოსდევს პოლონეთი, საიდანაც წელს 3 221 ტურისტი შემოვიდა, მას მოსდევს გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი, გერთიანებული სამეფო, უკრაინა, ნიდერლანდები და აშშ", - ამბობს რობერტ მაღლაკელიძე.

Read 172 times