"ნუ წაართმევ ბავშვობას" - შსს-ს 18 დღიანი კამპანია გორიდან დაიწყო

ოქტომბერი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქი გორიდან დაიწყო კამპანია სახელწოდებით - "ნუ წაართმევ ბავშვობას", რომელიც ნაადრევ ქორწინებას უკავშირდება. 

სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა შეხვედა გორის მე-3 საჯარო სკოლაში, რომელსაც შსს-ს ადამიანთა უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი გოგა ხატიაშვილი, სხვადასხვა არასათავრობო ორგანიზაციის და სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ჩვენი მიზანი არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ბავშვობის ასაკთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენცია და პოლიციისადმი დროული მომართვიანობის უზრუნველყოფა. როგორც წესი, არასრულწლოვანთან ქორწინების შესახებ, პოლიციისთვის ცნობილი ხდება საშუალოდ 10 დღის შემდეგ" - აცხადებს გოგა ხატიაშვილი.

როგორც ცნობილია, 2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. რაც შეეხება 16 წლამდე მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს, აღნიშნული დანაშაულის რაოდენობრივი წილი მთლიან სტატისტიკასთან, შიდა ქართლში 4%-ია.

საინფორმაციო კამპანია სიმბოლურად 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება. იგი გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში ხორციელდება.

Read 291 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი