გორის მერია კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს

ოქტომბერი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერი შპს "გიორგი ჯინო 1972"- მა გაასაჩივრა და უწყება კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. შესყიდვების სააგენტომ კომპანიის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.
საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოებს.
ტენდერში მერიამ თავდაპირველად, გამარჯვებულად ინდივიდუალური მეწარმე ზებურ აბულაძე დაასახელა, თუმცა "გიორგი ჯინო 1972"-ს საჩივრის შემდეგ, მერიას გადაწყვეტილების გადახედვა მოუწია.
"მერიის გადაწყვეტილება სრულიად ეწინააღმდეგება კანონს, რაც ბადებს ეჭვს მივიჩნიოთ რომ აღნიშნული სატენდერო კომისია არის არაკვალიფიციური ან ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას, რაც კანონით აკრძალულია", - აცხადებენ მომჩივანი კომპანიის ინტერესების დამცველები.
შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭომ აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ, საჩივრის დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მერია იძულებული გახდა, მიღებული გადაწყვეტილება გაეუქმებინა.
საბოლოოდ, მერიამ იმ კომპანიას, რომელიც მანამდე გამარჯვებულად გამოაცხადა, ტექნიკური დოკუმენტაციის გაუმართაობის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
ტენდერში შპს "ახალშენი 2005"-მა გაიმარჯვა.
Read 649 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი