2020 წელს ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გორის სტადიონზეც გაიმართება

ოქტომბერი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2020 წელს საქართველო 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეხვედრები თბილისის გარდა, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზეც გაიმართება.

UEFA-ს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გორს ესტუმრნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი დაათვალიერეს.

სტუმრები სტადიონის შიდა ინფრასტრუქტურით დაინტერესდნენ და დეტალურად გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. ადმინისტრაციასთან გასაუბრების შემდეგ კი, აღნიშნეს, რომ არსებული რეალობა სავსებით აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს და დამატებითი რეკომენდაციების შემთხვევაში, საფეხბურთო კლუბ "გორის" ხელმძღვანელობას, შესაბამისი წინადადებებით მიმართავენ.

კლუბის დირექტორი, გია ისიანი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეკომენდაციების შეთავაზების შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, შეუსაბამობებს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში აღმოფხვრიან და ევროპის ჩემპიონატს მომზადებული ინფრასტრუქტურით დახვდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის UEFA-ს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელიც საქართველო იყო. ჩემპიონატის გახსნისა და დახურვის შეხვედრები, სწორედ თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გაიმართა.

Read 213 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი