კარალეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან "მოზაიკას" სტატიის შემდეგ ნარჩენები გაიტანეს

ოქტომბერი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კარალეთის ადმინისტრაციული ცენტრის შენობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში დაგროვებული ნაგავი გაიტანეს, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" ადგილობრივებმა აცნობეს.

ფაქტს ადასტურებს კეთიმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელიც. ბაჩანა გვიანიშვილის განმარტებით, ტექნიკამ ამ დრომდე ვერ მოიცალა და კარალეთის ადმინისტრაციული ცენტრის შენობის დასუფთავება სწორედ ამის გამო გაჭიანურდა.

რადიო "მოზაიკამ" გასულ თვეს კარალეთის ადმინისტრაციული ცენტრის შენობაში ნაგვით სავსე ოთახი დააფიქსირა. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წამომადგენელი ამბობდა, რომ შენობაში რემონტი ჩაატარეს და ნარჩენების დიდი ნაწილს სწორედ დარჩენილი მასალა შეადგენდა, რის შესახებაც მისივე თქმით, ინფორმირებული იყო კეთილმოწყობის სააგენტო, თუმცა მთელ წლის განმავლობაში ნაგავი შენობიდან რადიო "მოზაიკას" სტატიის გამოქვეყნებამდე არ გაიტანეს.

ამავე თემაზე: კარალეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან ნაგავი ტექნიკის მოუცლელობის გამო ვერ გაიტანეს

Read 94 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი