Print this page
სამშაბათი, 20 მარტი 2018 10:57

ახალგორის გამგებელი: ვერ ვადასტურებთ, რომ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადმოგვცემენ

Rate this item
(0 votes)

ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, უცნობია, აპირებს თუ არა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისათვის გადაცემას.


„ჩვენ ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ. არაა დასახელებული კონკრეტული თარიღი. არ ვიცი, თავიდან ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია. ამ მხრივ, სიახლე სამწუხაროდ, არ გვაქვს“, - განაცხადა თინიკაშვილმა


გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში საეჭვო ვითარებაში გარდაცლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს 20 მარტს, დღის ბოლომდე გადასცემენ.


ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანის განცხადებაზე დაყრდნობით, ინფორმაცია frontnews.eu გაავრცელა.

Read 1921 times Last modified on სამშაბათი, 20 მარტი 2018 12:05