Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 19 მარტი 2018 22:09

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ გადასცემენ

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს 20 მარტს გადასცემენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანის განცხადებაზე დაყრდნობით, ინფორმაცია frontnews.eu გაავრცელა. 

სააგენტოს ცნობით, ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს, სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცემენ.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან - ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს.

23 თებერვალს დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი კიბეზე დაგორების შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, მალევე კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი იზოლატორიდან მალევე გაათავისუფლა, თუმცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მისცა.

Read 3299 times Last modified on ორშაბათი, 19 მარტი 2018 22:34