Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019 11:15

ნიქოზის ბაღისთვის დამატებითი ფართის მისაშენებლად ტენდერი მეორედ გამოცხადდა

Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ნიქოზის საბავშვო ბაღზე დამატებითი ფართის მისაშენებლად ტენდერი უკვე მეორედ გამოაცხადა.
წინა შემთხვევაში, გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა კომპანიამ გამოთქვა.
სატენდერო პირობების მიხედვით, დამატებით ფართში უნდა განთავსდეს სათამაშო ოთახი, მინი სამზარეულო და საპირფარეშო. ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სივრცე, სანიტარული კვანძი და მედ. პუნქტი.
სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას 170 155 ლარი აქვს გათვალისწინებული.
Read 316 times