Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019 10:25

გორში საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმი გაიმართა 

Rate this item
(0 votes)

გორში, საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმი გაიმართა, სადაც მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დევნილებს თავიანთი პროგრამები და პროექტები გააცნეს.

საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმზე დევნილებს საშუალება ჰქონდათ, ერთ სივრცეში მიეღოთ სასურველი ინფორმაცია შიდა ქართლის რეგიონში მოქმედ საარსებო წყაროების პროგრამების/პროექტების შესახებ.

ღონისძიებაში, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებიც.

ფორუმში მონაწილეობდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში, საარსებო წყაროების პროექტებს/პროგრამებს ახორციელებენ.

ღონისძიება, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

Read 430 times