პაპა ჩემს შვილს პორნოებს აყურებინებდა - დავა გორის სასამართლოში

ოქტომბერი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის რაიონულ სასამართლოში ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი საქმის განხილვისას მამაკაცმა მისი არასრულწლოვანი შვილის შესახებ ახალი დეტალები გაახმაურა.

პიროვნება, რომელსაც უბნის ინსპექტორმა შემაკავებელი ორდერი მეუღლეზე ძალადობის გამო გაუფორმა ამბობს, რომ დანაშაული ცოლის მიმართ არ ჩაუდენია და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ოჯახში მისი მხრიდან ძალადობის შემცველი ქმედება არ განხორციელებულა. მეუღლეებს შორის სამოქალაქო დავა ბავშვის საცხოვრისის დადგენის მიზნით მიმდინარეობს.

მამაკაცი, შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს და ამბობს, რომ მისი შვილის ცხოვრება საფრთხის შემცველი არა თუ მასთან, არამედ მეუღლის მშობლებთანაა, რადგან მისი ინფორმაციით, პაპა (მამაკაცის სიმამრი) ძალადობდა შვილიშვილზე და მისი თანდასწრებით უყურებდა პორნოგრაფიული მასალის შემცველ ფილმებს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ორჯერ დაიკითხა. პირველად პაპის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე, რომელიც ბავშვმა უარყო. მეორედ კი ოჯახში მისი თანდასწრებით განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. რაზეც მოზარდმა აღნიშნა, რომ მამამისი სახლში ნასვამი მიდიოდა, კომპიუტერთან თამაშობდა, სახელფასო ბარათს ითხოვდა, ძალადობდა და ა.შ. თუმცა მიუხედავად ბავშვის ნათქვამისა, პროცესზე ამის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი.

შესაძლო მსხვერპლი (ბავშვის დედა) მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერის არსებობა აუცილებელია, რაც გაითვალისწინა კიდეც სასამართლომ და მამაკაცის მოთხოვნა ორდერის გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა.

Read 783 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი