პრობლემები ადგილობრივ თვითმმართველობაში - დისკუსია გორში

მარტი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

რა გამოწვევების წინაშე დგას გორის თვითმმართველობა? რამდენად ეფექტურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობა? რამდენადაა ჩართული მიმდინარე აქტივობებში სამოქალაქო საზოგადოება და როგორ წარმოუდგენიათ მათ, მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია? -ეს არის საკიTხები, რომელზეც დღეს გორში  იმსჯელეს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის აზრით, გორის თვითმმართველობაში ღიაობის, საჯაროობის და საშტატო ნუსხის შევსების პრობლემებია. ქეთევან ბებიაშვილის შეფასებით, ადგილობრივ ხელისუფლებას არსებული საკითხების დასაძლევად აქტიური მუშაობა მოუწევს. 

ადგილობრივ თვითმმართველობასთან საზოგადოების დაშორებაზე საუბრობს კონფლიქტოლოგი ნათია ნადირაძე. მისი აზრით, ეს გარემოება მხარეებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას ხელს უშლის და შესაბამისად მუნიციპალიტეტის განვითარებასაც აფერხებს.

გორის თვითმმართველობასთან ურთიერთობისას ბოლო დროს პრობლემები არ შეჰქმნია ორგანიზაცია ,,ქართლოსს“. მისი წარმომადგენელი ანა ჯებისაშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტთან ნებისმიერი სახის დიალოგი ეფექტურია.

მოქალაქეების მიერ არსებული პრობლემის დაფიქსირების სურვილს, მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოება "ბილიკის" დამფუძნებელი მარიამ მრებრიშვილი. მისი აზრით, თემში რაიმე სახის პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში, ადგილობრივ ხელისუფლებას მყისიერი რეაგირება მოეთხოვება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოების ინფორმირებულობის,, თვითმმართველობის საკითხებში ჩართულობისა და ადგილობრივი ხელისუფლების პროექტებში მონაწილეობის შესახებ კვლევა დაიწყეს. გამოკითხვა სულ 5 ფოკუს ჯგუფში ჩატარდება. 30 პირისპირ ინტერვიუ კი მუნიციპალურ პროექტებში ჩართულ პირებთას მოეწყობა.

კვლევა პროექტის ,,თვითმმართველობა - საზოგადოების სიახლოვე" მონიტორინგის ფარგლებში ტარდება და ის სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დაფინანსებით ხორციელდება. სამოქალაქო განვითარების ინიციატივაზე ორიენტირებული მონიტორინგის დეტალები დღეს, სპეციალურ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

 

 

Read 1176 times Last modified on Last modified on მარტი 19 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი