გორის ბაზრთან ავტომანქანების გაჩერება და სიგნალი შეიზღუდება

ოქტომბერი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„გაჩერება აკრძალულია“ და „ხმოვანი სიგნალი აკრძალულია“ - ეს ის საგზაო ნიშნებია, რომლებიც მალე "გეორგია 21"-ეს მიმდებარე ტერიტორიასთან განთავსდება - ეს საკითხი საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

ჯავახიშვილის და მუსხელიშვილის ქუჩების კვეთაზე ამ შეზღუდვების შემორება, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, გადაწყდა.

ადგილობრივი ხელისუფლებისათვის გაგზავნილ მოთხონაში მოსახლეობა განმარტავს, რომ ბაზრის არსებობის გამო, მათ საცოვრებლე სახლებთან მუდმივი ქაოსია.

„საცხოვრებელ სახლებთან მიმდებარე ბაზრის გამო, ღამის საათებში აღნიშნულ ქუჩაზე იქმნება საცობები, რითაც შეწუხებულია მოსახლეობა და ითხოვენ ა. ჯავახიშვილის და ნ. მუსხელიშვილის ქუჩების კვეთაზე დაიდგეს შემდეგი ნიშნები, დგომა აკრძალულია და ხმოვანი სიგნალი აკრძალულია“, - ნათქვამია განკარგულებაში.

აღნიშნული შეზღუდვა საღამოს 24:00 საათიდან დილის 9:00 საათამდე გავრცელდება. ეს შეზღუდვა არ შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას ვინც ამ ქუჩაზეა რეგისტრირებული.

Read 606 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 11 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი