Back to Top
პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019 16:02

ბიძინა ივანიშვილი გორის ხელისუფლების წევრებს შეხვდა

Rate this item
(0 votes)

ბორჯომში, ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქციის "ქართული ოცნება" თავმჯდომარე გორის საკრებულოში და შიდა ქართლის გუბერნატორიც ესწრებოდნენ.

ფრაქციის "ქართლი ოცნება" თავმჯდომარის, მიშა გოგინაშვილის თქმით, შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებზე, დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.

"ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მიმდინარე სიტუაციაზე, პარტიის მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი პარტიული შეხვედრა იყო", - გვითხრა მიშა გოგინაშვილმა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე.

Read 3009 times