Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019 12:22

გორის სასამართლო პატიმრობის შეფარდების გადასინჯვას აღარ ახდენს - საიას ანგარიში

Rate this item
(0 votes)

საია-ს ანგარიშის მიხედვით, გორის სასამართლო პატიმრობის შეფარდების გადასინჯვას აღარ ახდენს.

 

სისხლის სამართლის საქმეების გაჭიანურებული განხილვა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობისა და გირაოს შეფარდების სტატისტიკა - ეს ის საკითხებია, რაც საიას ანგარიშის მიხედვით, სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევებად რჩება.

სისხლის სამართლის პროცესის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, პრობლემები სხვა ქალაქებთან შედარებით იდენტურია გორის რაიონულ სასამართლოშიც.

 

საიაში მიაჩნიათ, რომ სასამართლო პატიმრობის ღონისძიების გადასინჯვას პრაქტიკულად არ ახდენს და ხშირ შემთხვევაში არც საპროცესო შეთანხმებებზე მსჯელობს.

 

"უმრავლეს შემთხვევაში, როგორც წესი, პროკურატურა ითხოვს ან გირაოს, ან პატიმობის შეფარდებას. პრაქტიკულად არ ხდება მსჯელობა სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე", - ნათქვამია საიას ანგარიშში.

Read 381 times